თბილისის დიპლომატიურ უბანში მდებარე, ხეებში ჩაფლული კრწანისის რეზიდენცია შესანიშნავ გარემოშია გაშენებული. ძველი ქალაქის კულტურული ცენტრიდან ხუთი წუთის სავალზე მდებარეობს. ეს პრესტიჟული რაიონი ჯერ კიდევ ათწლეულების წინ გამოარჩიეს, როგორც თბილისის ურბანული ლანდშაფტის ხმაურისგან მოშორებული, სულის მოსათქმელი ადგილი.
- 70 % ტერიტორიის მწვანე
- განსაკუთრებულად სუფთა ჰაერი (ჰაერის ტესტი)
- Henrik Larsson Architect-ის კონცეფტი
- არსებული უნიკალური ხის ჯიშები
- ტერიტორიას ესაზღვრება ბრიტანეთის,გერმანიის და შვეიცარიის საელჩოები
- 600მ სარბენი ბილიკი (კაუჩუკის)
- 600მ ველოსიპედის ბილიკი,
- ტენისის-ფეხბურთის-კალათბურთის კორტი
- სავარჯიშო დარბაზი
- საუნა
- პინგ-პონგის მაგიდა
- ბილიარდის მაგიდა
- 24/7 დაცვა
- CCTV სისტემის უსაფრთხოება
- Rooms Hotel Service
- დამლაგებლები
- დამხმარე პერსონელი
- მებაღე
აქციე "კრწანისი რეზიდენსი" შენს სახლად
თითოეული ბინა უნიკალურია. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენი სურვილის შესაბამისად მოაწყოთ საცხოვრებელი სივრცე. შენობის მონოლითური კონსტრუქცია ყველა წინააღმდეგობასა და ბარიერს ხსნის. მშენებლობისას უმაღლესი ხარისხის გერმანული მასალაა გამოყენებული. თითოეულ ბინაში Schüco-ის ბრენდის ფანჯრებია დამონტაჟებული იატაკიდან ჭერამდე, მათი სიმაღლე 3,32 მეტრს აღწევს, ეს კი ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურ შეღწევას უზრუნველყოფს. თითოეული შენობის ექსტერიერში გამოყენებულია მაღალი ხარისხის გერმანული აგური. სათავსოები უზრუნველყოფილია ენერგოეფექტური საიზოლაციო სისტემებით, რომლებიც ცივ პერიოდში გათბობის ხარჯს მინიმუმამდე ამცირებს, სიცხეში კი სიგრილეს ინარჩუნებს. ტერასები აშენებულია უმაღლესი ხარისხის აფრიკული ხის მერქნისგან.
ჯანსაღი ცხოვრების წესი
სუფთა ჰაერი
სასტუმრო რუმსის სერვისი
საცხოვრებელი კომპლექსი
შიდა დასუფთავების სამსახურები
ხელოსანი
მებაღე
ნაგვის გატანის მომსახურება
ღია სივრცის დაგეგმარება
“უბიკის” შექმნის მიზანი, ქართულ ბაზარზე უძრავი ქონების ხარისხის გაუმჯობესებაა. ასეთი მასშტაბური პროექტის წამოწყების იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც პარტნიორებმა ქალაქის არაჯანსაღი ცხოვრების წესიდან, უფრო ჯანმრთელ გარემოში გადასვლა გადაწყვიტეს, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს იქნებოდა. “კრწანისის რეზიდენციის” აღმოჩენამ პარტნიორებს გადააწყვეტინა ამ საოცარი ადგილის უპირატესობანი ხალხისთვის გაეზიარებინათ და დააარსეს სამშენებლო კომპანია “უბიკი”. კომპანიის პრიორიტეტია შექმნას გამორჩეული საცხოვრებელი ადგილი და შეინარჩუნოს ამ ადგილის ბუნებრიობა და უნიკალურობა. საქმისადმი ასეთი მიდგომით, ჩვენ გვჯერა რომ გავაჩენთ ქალაქისთვის აქამდე უჩვეულო შესაძლებლობებს და შეუდარებელ გამოცდილებას.
მოგვწერეთ ნომერი და დაგიკავშირდებით